четверг, 3 июля 2014 г.

საქართველოს ისტორია ანტიკურ ხანაში

ქართული ტომების უძველესი გაერთიანებები

ქართველი ტომები წინა აზიის ასპარეზზე აქტიურად გამოჩნდნენ ძვ.წთ.აღ XIII საუკუნიდან , როდესაც მათგან სამხრეთით განადგურდა ორი უძველესი სახელმწიფო - ხეთების იმპერია და მითანის სამეფო . ხეთების სამეფო გაანადგურეს ეგეოსის ზღვიდან შემოიჭრილმა ე.წ ”ზღვის ხალხმა” , რის შედეგადაც ხეთების აღმოსავლეთით დამკვიდრდნენ მუშქები - მესხების ქართველური ტომების წინაპრები . მითანის სამეფო კიასურეთმა გაანადგურა . მისმა ძლევამოსილმა მეფემ ტიგდათფილეს I-მა ძვ.წთ.აღ 1112 წ. დაიწყო შეტევა ჩრდილოეთის მიმართულებით , ქართველ ტომთა გაერთიანების დაეანის წინააღმდეგ . ურარტუულ წყარეოებში ამ სახელმწიფოს დიაუხს უწოდებდნენ. ასურეთის მეფის ტიგდათფილესე I-ის ჩრდილოეთით ლაშქრობისას მას დაუპირისპირდა დიაუხის მეფე სიენი, რომელსაც ეხმარებოდა 23 ”მეფის” ლაშქარი. ასურეთის მეფემ გაიმარჯვა , დამარცხებული მეფე სიენი დატყვევებული წაიყვანა დედაქალაქ აშურაში და მორჩილების პირობის ჩამორთმევის შემდეგ გაათავისუფლა. ასურული წყაროები მოგვითხრობს ტიგდათფილესის ლაშქრობას დიაოხზე :
ვიკიციტატა„იმ დროს ღვთაება ასურის , ჩემი მეუფის დიდი ძალით , დიად ღვთაებათა შემწეობით , მე, ტიგლათფილესერი , რომელიც სამყაროს ოთხივე მხარეს სამართლიანად ვმბრძანებლობ , რომელსაც არ მყავს მძლეველი ომში და ტოლი ბრძოლაში , შორეულ მეუფეთა ქვეყნისკენ , რომელნიც ზემო ზღვის ნაპირებზე ცხოვრობენ და რომლებმაც არ იცოდნენ მორჩილება, ღვთაება ასურმა, მეუფემ, გამაგზავნა ... დაიანის ქვეყნების მეფეებმა , სულ 23 მეფემ , შეკრიბეს თავიანთ ქვეყნებში თავისი ეტლები და ჯარები და ბრძოლისა და ომისთვის გამოემართნენ. ჩემი თავზარდამცემი იარაღის სიშმაგით თავს დავატყდი მე მათ ... მათი 120 შეჭურვილი ეტლი ბრძოლაში ხელთ ვიგდე . ნაირის ქვეყნების 60 მეფეს მათთან ერთად , რომელნიც მათ დასახმარებლად მოვიდნენ , ჩემი შუბით ზემო ზღვამდე მივსდე , მათი დიდი ქალაქი დავიპყარი , მათი ნადავლი , მათი ქონება , მათი სარჩო-საბადებელი წამოვიღე ... ცხენების, ჯორების, ჯორ-ცხენების მრავალრიცხოვანი ჯოგები და მათი მინდვრის პირუტყვი ურიცხვი წამოვიყვანე . “
დიაოხის ქართველ ტომთა ძველ აღმოსავლური სახელმწიფოებრივი გაერთიანება იყო . სამხრეთით მის საზღვრებში დღევანდელი ქ. არზრუმისმიდამოებიც შემოდიოდა, ჩრდილოეთით ჯავახეთი ესაზღვრებოდა , ხოლო ჩრდილო-დასავლეთით მისი გავლენა შავ ზღვამდე აღწევდა .
ტიგდათფილესერ I-ის მეფობის შემდეგ ასურეთის სახელმწიფოს სიძლიერე თანდათან ეცემა და სუსტდება მისი გავლენა ჩრდილოეთის ქვეყნებზე. დიაოხი ამით სარგებლობს და თანდათანობით ძლიერდება . ასურეთის სახელმწიფო ძალიან შეავიწროვა ურარტუს ახლადშექმნილმა სახელმწიფომ . ურარტუს სამეფო , რომლის მოსახლეობის უმრავლესობას ხურიტრული მოდგმის ტომები შეადგენდნენ , ჩამოყალიბდა ძვ.წთ.აღ IXსაუკუნეში ამიერკავკასიაში . მისი მეფე მენუა კლდეზე ამოკვეთილ ერთ-ერთ თავის წარწერაზე მოგვითხრობს დიაოხის წინაარმდეგ ბრძოლაზე . მას დაურბევია დიაოხი და მისი მეფე უტუფურუსი დაუმორჩილებია .
ვიკიციტატა„დავიპყარი დიაოხის ქვეყანა , მისი სამეფო ქალაქი სასილო , ქვეყანა გადავწვი , დავანგრიე ციხესიმაგრეები ... უტუფურუსი , მეფე დიაოხისა , მოვიდა ჩემს წინაშე , მომეხვია ფეხებზე , ძირს დაემხო ; მე მას მოწყალედ მოვექეცი , შევიწყალე იგი ხარკის გადახდის პირობით . მომცა მან ოქრო და ვერცხლი , მომცა ხარკი . “
ურარტუს მეფეებმა დიაოხს სამხრეთი ნაწილი წაართვეს და თავიანთი ბატონობის განსამტკიცებლად იქ ციხესიმაგრე ააგეს. ურარტუს შემოსევებმა დაასუსტა დიაოხი . ხოლო მის საბოლოო განადგურებაში მონაწილეობა მიიღო მისმა ჩრდილოელმა მეზობელმა , დასავლეთ საქართველოს მეორე დიდმა სახემწიფოებრივმა გაერთიანებამ - კოლხამ . ძვ.წთ.აღ VIII საუკუნეში დიაოხმა შეწყვიტა არსებობა . მისი ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი ურარტუელებმა დაიკავეს , ხოლო ჩრდილოეთი მხარე კოლხას შემადგენლობაში შევიდა.

ურარტუს სამეფოს
 ადმინისსტრაციული ცენტრი, ქალაქი ტუშფა.
ასურულ ლურსმულ წარწერებში კოლხები ჩვ.წთ.აღ XII საუკუნიდან იხსენიება. ამ დროს ისინი პირველყოფილი თემური სისტემის მიმდევრები იყვნენ. ასურული წყაროები ”ათეულობით მეფეს” (ანუ ტომის ბელადს) ასახელებდნენ. ისინი თანდათანობით ერთიანდებოდნენ და ყალიბდებიან როგორც ერთ გაერთიანებად . დამპყრობლებთან ბრძოლაში მყარი გაერთიანება აუცილებელი იყო . კოლხურ ტომთა სოციალურ ეკონომიკური პირობებიც იცვლებოდა. გაბატონებულ მდგომარეობას იკავებენ გვაროვნული არისტოკრატიის წარმომადგენლები , რომლებიც იქვემდებარებენ ტომის რიგით წევრებს და მმართველობასაც ისეთ ფორმას აძლევენ , რომელიც უზრუნველყოფდა მათ ბატონობას . აქ ფართოდ ვითარდება მესაქონლეობა და მეტალურგია , განსაკუთრებით - რკინის წარმოება . რკინის სამრეწველო გამოყენებაზე გადასვლამ დააჩქარა საზოგადოების განვითარება და სახელმწიფოს ჩამოყალიბება. შავი ზღვის სამხრეთი სანაპიროს მთიანეთში რკინის მდიდარი საბადოები იყო . აქაური ქართველი ტომები მაგალითად ხალიბები , სახელგანთქმულები იყვნენ რკინის დამუშავებით.
კოლხეთის განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს არქეოლოგიური გათხრები. აქ აღმოჩენილია ბრინჯაოს და რკინის საბრძოლო და სამუშაო იარაღები. ძვირფასი ლითონის სამკაულები და ფუფუნების სხვა საგნები . ასევე თანდათანობით , ძვ.წთ.აღ XI-IX სს-ისდასავლეთ საქართველოში ჩამოყალიბდა კოლხეთის ძლიერი სამეფო . ძვ.წთ.აღ IX-VIII სს ში კოლხეთის სამეფო თავის გავლენას ავრცელებს დასავლეთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. კოლხების სიძლიერე აისახა ძველ ბერძნულ მითში არგონავტებისშესახებს .
ნაწყვეტი ბერძენი პოეტის აპოლონიოს როდოსელის პოემიდან ”არგონავტიკა” :
ვიკიციტატა„როდესაც იაზონი და მისი მხლებლები აიეტის სასახლესთან მივიდნენ ... ისინი გააოცა მეფის გალავანმა, ფართო ჭიშკრმა და სვეტებმა , რომლებიც მწკრივად იყო აღმართული კედლის გარშემო.სასახლის თავზე , სპილენძის ქონგურებზე , ქვის კოშკი იდგა . იაზონმა და მისმა მხლებლებმა დაუბრკოლებლად დააბიჯეს ფეხი სასახლის ჭიშკრის ზღურბლს . რომელთანაც მაღალი ამართული მწვანე ფოთლებით შემოსილი ვაზები გაშლილიყო, ვაზების ქვეშ ოთხი დაუშრეტელი შადრევანი მოჩუხჩუხებდა . ეს წყაროები ჰეფესტომ ამოაჩქეფა მიწის გულიდან ... ასეთი ღვთაებრივი საქმეები გააკეთა დახელოვნებულმა ჰეფესტომ კუტაიელი აიეტის სასახლეში . ამის გარდა ჰეფესტომ აიეტს გამოუჭედა სპილენძის ფეხებიანი ხარები , რომელთაც სპილენძისვე ხახები ჰქონდათ , საიდანაც ცეცხლის საზარელი ალი ამოსდიოდათ . მანვე გაუკეთა მთლიანი გუთანი მაგარი ფოლადისაგან ... “
ურარტუსთან ალიანსი დიდხანს არ გაგრძელებულა ძვ.წთ.აღ VIII ს-დან კოლხას წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს ურარტუ , რომლის მეფემ სარდურ II-მ ორჯერ დალაშქრა კოლხეთის ტერიტორია , დაიპყრო სამეფო ქალაქი ”ილდამუსა” . ამ ბრძოლებმა დაასუსტა კოლხა, რასაც დაერთო ჩრდილო კავკასიიდან მომთაბარე მეომარი ტომების -კიმერიელების ,მოგვიანებით კი კასპიის ზღვის სანაპიროთი და დარიალის ხეობით ამიერკავკასიაში შემოჭრილი სკვირთების შემოსევები .
ძვ.წთ.აღ 590 წელს ურარტუს სამეფო გაანადგურა მიდიელებმა . მისი მოსახლეობის ნაწილი ჩრდილოეთით გადაასახლეს . ისინი თანდათან შეერივნენ იქ მცხოვრებ ქართველ ტომებს და მათ კულტურას და მეტყველებაში ბევრი საგულისხმო ელემენტები შეიტანეს .

კოლხეთის სამეფო


ძვ.წთ.აღ VI საუკუნის განმავლობაში ბერძნენთა კოლონიზაციის პროცესი თანდათან შენელდა . გაძლიერებულმა ეტრუსკებმა , კართაგენმა,ეგვიპტემ და სპარსეთის იმპერიამ წერტილი დაუსვეს ბერძნულ კოლონიურ ექსპანსიას. ბერძნებმა საქართველოს ტერიტორიაზე არაერთი ახალშენი დააარსეს მაგალითად ფაზისი (ქ.ფოთის მახლობლად) , გიენოსი (ქ. ოჩამჩირესთან) , დიოსკურია (ქ.სოხუმთან) აგრეთვე ბერძნული დასახლებები იყო ქობულეთთანაც .
ბერძნებმა ახალშენები დააარსეს ასევე ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში (პანტიკაპეონიოლბიაქერსონესი, და სხვა). ხშირად ბერძნები ადგილობრივ მოსახლეობას იპყრობდნენ , მაგრამ კოლხეთში ყველაფერი პირიქით მოხდა, მათ არა თუ ვერ შესძლეს კოლხებზე თავიანთი გავლენის მოხდენა, პირიქით ისინი მოექცნენ კოლხების გავლენის ქვეშ .
დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ბერძნული ახალშენების გარდა არაერთი ქალაქი იყო . არქეოლოგებმა დღევანდელი ქალაქ ვანის , სოფელ დაბლაგომის და საირხეს ტერიტორიაზე გათხარეს იმდროინდელი ნაქალაქევები . ასევე კოლხეთის უძველესი ქალაქი იყო კუტაია ანუ დღევანდელი ქუთაისი . კოლხეთში ამ პერიოდში იჭრებოდა ფული რომელსაც მეცნიერებმა ”კოლხური თეთრი შეარქვეს. საკმაოდ მწირი ინფორმაციაა შემორჩენილი კოლხეთის პოლიტიკური ისტორიის , სახელმწიფოებრივი წყობილების და სოციალური ურთიერთობების შესახებ . უდავოა რომ ამ პერიოდში კოლხეთის სათავეში მეფე დგას რომლებიც ბერძნების ცნობებით ლეგენდარული აიეტის შთამომავლები იყვნენ . კოლხი წარჩინებულები მკვეთრად განსხვავდებოდნენ უფლებრივი და ქონებრივი მდგომარეობით ქვეყნის რიგითი მოსახლეობისაგან , ამას მოწმობს უხვი არქეოლოგიური მასალა , განსაკუთრებით სამარხისეული ინვენტარი . თუკი ერთ შემთხვევაში გვაქვს საზოგადოების რიგით წევრთა უაღრესად ღარიბი სამარხები , მწირი ინვენტარით , მეორე მხრივ გვხვდება ოქროს ინვენტარი და სხვა ძვირფასი ნივთები.
კოლხეთის სამეფო მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც საბერძნეთან , ისე წინა აზიაში , სადაც გაბატონებული მდგომარობა ეკავათმიდიელებსა და სპარსელებს . ჰეროდოტე ახასიათებს რა წინა აზიის პოლიტიკურ მდგომარეობას , აღნიშნავს :
ვიკიციტატა„სპარსელები ცხოვრობენ და აღწევენ სამხრეთის ზღვამდე , რომელსაც მეწამულს უწოდებენ . ამათ ზემოთ ჩრდილოეთია მიმართულებით ცხოვრობენ მიდიელები , მიდიელებს ზემოთ სასპერები, სასპერების ზემოთ კოლხები , რომლებიც აღწევენ ჩრდილოეთის ზღვამდე, რომელსაც ერთვის მდინარე ფაზისი . ეს ოთხი ხალხი მოსხლეობს ზღვიდან ზღვამდე .“
მიდია და სპარსეთი ამ პერიოდში უძლიერესი სახელმწიფოები იყვნენ და მათ გვერდით დამოუკიდებლად კოლხეთის არსებობა მის სიძლიერეზე მიუთითბს. ამას ისიც მოწმობს რომ სპარსელებმა ვერ შესძლეს კოლხეთის სრული დაპყრობა და დახარკვა , კოლხები ნებაყოფლობით ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ სპარსეთს უგზავნიდნენ 100 გოგონას და 100 ბიჭს. როგორც ჩანს ეს ხარკი კი არა თავისებური კონტრიბუცია იყო . კოლხეთი ამ ვალდებულებას იღებდა მძლავრი მეზობლის სასარგებლოდ , რათა თავიდან აეცილებინა მისი აგრესია .
კიდევ უფრო მცირე ინფორმაციებია სასპერების შესახებ. როგორც ჩანს ეს აღმოსავლეთ ქართულ ტომთა გაერთიანება იყო , რომელიც საკმაოდ ვრცელ ტერიტორიზე იყო განსახლებული . სამხრეთ-დასავლეთით იგი აღწევდა მდ. ჭოროხსაც და მოიცავდა იმ უძველეს ოლქს რომელმაც დღემდე შემოინახა სასპერების სახელი - სპერი .

ქართლის სამეფოს წარმოქმნა

ელინისტურ ხანას უკვშირდება , ქართლის სამეფოს წარმოქმნა . წყაროებიდნ ცნობილია რომ ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების დაწყებამდე ქართლში მამასახლისის თანამდებობა იყო. მამასახლისის თანამდებობა გვარში უფროსს ნიშნავდა . თვითონ ალექსანდრე მაკედონელს ქართლში არ ულაშქრია , მაგრამ გამორიცხული არ არის მისი სარდლებიდან ვინმეს არსებობა შავიზღვისპირეთსა და ქართლში.
”ქართლის ცხოვრებაში” დაცული გადმოცემის მიხედვით ქართლის მმართველად დამპყრობლებმა თავიანთი ერთ-ერთი სარდალი , აზო დანიშნეს . აზო მკაცრი მმართველი აღმოჩნდა , ის ხშირად ავიწროებდა მოსახლეობას . მისი ბრძანებით დაუნგრევიათ აქაური ციხე სიმაგრეები . აზოს დაუპირისპირდამცხეთის მამასახლისის ძმის შვილი ფარნავაზი , რომელმაც დაიხმარა დასავლეთ საქართველოს ერისთავი ქუჯი და ჩრდილოეთ კავკასიელთა ლაშქარი . გამარჯვებულმა ფარნავაზმა თავი ქართლის მეფედ გამოაცხადა . მას სამეფო ნიშნები ანტიოქოს I -მა გამოუგზავნა.
მისი უზენაესობა ცნო დასავლეთ საქართველოს ერისმთავარმა ქუჯმაც .
”მეფეთა ცხოვრება ” ფარნავაზის შესახებ
ვიკიციტატა„დაიპყრო ალექსანდრემ ყოველი ქართლი და დაადგინა პატრიკად ნათესავი თავისი სახელად აზო , ძე იარედესოსისა ... და იყო აზო კაცი ძნელი და მოსისხლე , მოკალით ! ... იყო იმ ჟამად ქალაქ მცხეთას ჭაბუკი ერთი , რომელსაც ერქვა სახელად ფარნავაზ . ეს ჭაბუკი იყო მამით ქართველი ... და იყო ძმისწული სამირისი , რომელიც ალექსანდრეს მოსვლისას მამასახლისი ყოფილიყო მცხეთას . ეს სამარა და ძმა მისი, მამა ფარნავაზისი , ალექსანდრეს მოეკლა , ხოლო დედას წაეყვანა ფარნავაზი , სამი წლის ყრმა და კავკასიონისთვისშეეფარებინა თავი . აქ აღიზარდა ფარნავაზ და დაუბრუნდა მცხეთას , მამულსა თავისსა .
ხოლო ფარნავაზ იყო კაცი გონიერი , მხედარი შემმართებელი და მონადირე ხელოვანი ... იხილა ფარნავაზ სიზმარი , ვითომც იყო იგი ერთ უკაცრიელ სახლში , სურდა გასვლა და ვერ გადიოდა . მაშინ შემოვიდა სარკმელში შუქი მზისა , შემოერტყა წელზე , მიიწია და გაიყვანა სარკმელიდან . და ველზე რომ გავიდა , იხილა მზე ძირს ჩამოსული , მაშინ მოხოცა ცვარი პირსა და თვითონ წაიცხო სახეზე ...
იმავე დღეს წავიდა ფარნავაზ და ნადირობდა მარტო და დიღმის ველზე დაედევნა ირემს , ხოლო ისინი ილტვოდნენ ტფილისის ღირღალთა შიგან . მისდია ფარნავაზმა , სტყორცნა ისარი და ჰკრა ირემსა და მცირედ გაირბინა და დაეცა ძირსა კლდისასა . მოეწია ფარნავაზ ირემსა და შემოაღამდა ... ხოლო კლდისა მის ძირსა ქვაბული იყო, რომლის კარი ამოქოლილი იყო ქვითა ძველად და სიძველისაგან ირღვეოდა .
მაშინ დაასხა მძაფრმა წვიმამ , ხოლო ფარნავაზმა აიღო ჩუგლუგი და გამოარღვია ამოშვებული კარი ქვაბულისა, რათა შიგ გამშრალიყო წვიმისაგან . და შევიდა ქვაბულში . იხილა მუნ განძი - ოქრო და ვერცხლი და ჭურჭელი ოქროსი და ვერცხლისა მოუწვდომელი. ხოლო ფარნავაზ აივსო სიხარულითა, მოაგონდა ნანახი სიზმარი, კვლავ ამოქოლა კარი ქვაბულისა , მსწრაფლ წამოვიდა და უთხრა დედასა და ორთავ დასა თავისსა. და მასვე ღამეს წამოვიდნენ სამივე სახედრებითა და ჭურჭლებითა და ხუთ ღამეში გამოიკრიბეს განძი და დაფლეს მარჯვე ალაგას.“
ფარნავაზმა ქვეყნის მმართველობის მოსაწესრიგებლად სამეფო დაყო 8 საერისთავოდ და 1 სასპასპეტოდ. საერისთავო წარმოადგენდა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულს, რომლის სათავეში მეფის მოხელე ერისთავი იდგა . საერისთავოსაგან განსხვავებული , უფრო დიდი ტერიტორიული ერთეული იყო სასპასპეტო , რომელიც მთელ შიდა ქართლს მოიცავდა მისი მმართველი სპასპეტი , ყველა ერისთავზე მაღალა იდგა. ერისთავებს ექვემდებარებოდნენ სპასალარნი და ათასისთავნი , რომელთა მეშვეობით იკრიფებოდა ”ხარკი სამეუფო და საერისთავო ” .
ფარნაავაზმა გააშენა ბერძენ-მაკედონელთა შემოსევის შედეგად დანგრეული მცხეთა და სხვა ქალაქები . მანვე შექმნა მთავარი ღვთაება -არმაზის კულტი , არმაზის კერპი მცხეთის მოპირდაპირე ე.წ ქართლის მთაზე აღმართეს , სადაც ციხეც გაშენდა და მას არმაზის ციხე ეწოდა . არმაზის როგორც საერთო ღვთაებად ჩამოყალიბებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ახლადჩამოყალიბებულ ქართულ სახემწიფოსთვის .
ფარნავაზს ლეონტი მროველი ქართლში ერთიან სახელმწიფო ენად ქართულის შემოღებას და ქართული მწიგნობრობის შექმნას მიაწერს. ქართლის სამეფომ ფარნავაზისა და მისი უშუალო მემკვიდრეების - საურმაგისა და მირიან I-ის დროს მნიშვნელოვნად გაძლიერდა . სამეფოს ფარგლები საკუთრივ ისტორიული ქართლის გარდა მოიცავდა , კახეთის დიდ ნაწილს , სამცხეს , ჯავახეთს , კოლა-არტაანსკლარჯეთს , აგრეთვე დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს (აჭარას , არგვეთს , ეგრისსსვანეთს ). ფარნავაზმა დასავლეთ საქართველოში თავისი პოზიციების განსამტკიცებლად შორაპნის და დამნის ციხეები ააგო. ქართლი თავის გავლენას აღმოსავლეთითაც ავრცელებდა . ქართლის სამეფოს ექვემდებარებოდა უმნიშვნელოვანესი გადმოსასვლელები კავკასიონის ქედზე . ამ გადმოსასვლელების გამაგრებით დაინტერესებულები იყვნენ საქართველოს მეზობელი ქვეყნებიც , რადგან აქედან მუდმივად მომთაბარე-მეომარი ტომების შემოსევის საფრთხე იყო. ამ პოლიტიკურ ფაქტორს ქართლის მმართველები კარგად იყენებდნენ .
”ქართლის ცხოვრება” ფარნავაზის მოღვაწეობის შესახებ :
ვიკიციტატა„მაშინ წარგზავნა ფარნავაზმა მონა თავისი ქუჯისაგან ... გაიხარა ქუჯიმ სიხარულითა დიდითა და თქვა ” მოდი ჩემთან და ნუ დაინანებ ხვასტსაგან შენსა , რამეთუ განძითა შენითა გავამრავლო სპა შენი სა შევებრძოლოთ აზოსა . მაშინ გაიხარონ ყოვენმა ქართველთა მისგან გაწყვეტილთა და შევიწროებულთა ...
მაშინ ევზრახვნენ ოსეოვსთა და ლეკთა. ხოლო მათ გაიხარეს, რამეთუ არ სწადთა ხარკის მიცემა აზოსთვის . და გამოიყვნენ ოვსნი და ლეკნი და გაუმრავლდათ სპანი. შეიკრიბნენ ეგრისს ურიცხვნი სპანი და გამოემართნენ აზოსკენ . ხოლო აზომ მოუწოდა სპათა თავისსა და შეკრიბნა. მაშინ ათასი რჩეული მხედარი ... განუდგნენ აზოს და მოვიდნენ წინაშე ფარნავაზს . ფარნავაზ წარავლინა მოციქულნი ასურასტანის მეფიდ ანტიოქოსის წინაშე. და გაუგზავნა ძღვენი დიდძალი და აღუთქვა მას სამსახური და სთხოვა მას შეწევნა ბერძენთა წინააღმდეგ . ხოლო ანტიოქოსმა მიიღო ძღვენი მისი, ეწოდა მას თავისი შვილი და გამოუგზავნა გვირგვინი და უძღვნა სომხეთის ერისთავთა, დახმარებოდნენ ფარნავაზს ... ხოლო მეორესა წელს ... იქმნა ბრძოლა დიდი დაგაწყდა ორივე მხრივ ურიცხვი . ხოლო ილივნენ ბერძენნი ფარნავაზისაგან . გაიქცა ბანაკი მათი და მოკლეს აზო და ურიცხვი სპა მათი მოსრეს და დაატყვევეს .
ფარნავაზმა მისცა ქუჯის ქვეყანა ეგრის წყლისა და რიონის შუა , ზღვიდან მთამდე , რომელი შორის არის ეგრისი და სვანეთი და დაამტკიცა იგი ერისთავად მუნ . და ქუჯიმ ააშენაციხე გოჯი . მაშინ ფარნავაზს აღარ ჰქონდა შიში თავისთა მტერთა და გახდა მეფედ ყოველსა ქართლსა და ეგრისში და გაამრავლა მხედრობა ქართლოსიანთა , განაწესეს ერისთავნი რვანი და სპასპეტი ...
ამანვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი , მისივე სახელის მქონე , ესაა არმაზი ... აღმართა კერპი იგი არმაზი ქართლის მთის თავზე და ამიერიდან , კეპის გამო , ეწოდა მთას არმაზი . და დააწესა კერპის აღმართვის დღის დღესასწაული . ოცდაშვიდი წლის გამეფდა და სამოცდახუთ წელს მეფობდა ნებიერად . და ემსახურებოდა ანტიოქოსს , ასურასტანის მეფეს ...
და ეს ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლში, ქართლოსისა ნათესავთაგანი . მან განავრცო ენა ქართული და იზრახებოდა სხვა ენა ქართლში , თვინიერ ქართლისა და შექმნა მწიგნობრობა ქართული . და მოკვდა ფარნავაზ და დაფლეს არმაზის კერპის წინ “

საქართველო III – IV საუკუნეებში


წმინდა ანდრია პირველწოდებული, პირველი მოციქული რომელმაც საქართველოში იქადაგა ქრისტიანობა.
სვიმონ კანანელიპირველი მოციქული რომელმაც საქართველოში იქადაგა ქრისტიანობა

III საუკუნეში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება ქართლის სამეფოს საგარეო პოლიტიკაში . მართალია ქართლის მესვეურები დასავლურ ორიენტაციაზე მტკიცეთ დგანან და 298 წლის ნასიბინის ზავით ქართლზე პოლიტიკურ გავლენას რომიინრჩუნებს , მაგრამ ირანს კავკასიაში გაბატონების მცდელობაზე ხელი არ აუღია და ახალი შეტევებისთვის ემზადებოდა .
III საუკუნისთვის ირანის დასავლეთ მეზობელ ქვეყნებში და თვითონ ირანშიც ქრისტიანობა ფართოდ იყო გავრცელებული აქ ბევრგან საეპისკოპოსო კათედრებიც არსებობდა , მაგრამ მას შემდეგ რაც რომის იმპერიაში ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა , ირანის შაჰის კარმა მკვეთრად შეიცვალა დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ . თუკი ადრე ირანი მფარველობდა ქრისტიანობას , ამის შემდეგ მან დაიწყო ქრისტიანები დევნა და მის საპირისპიროდ მაზდეანობისძალით დანერგვა . ქართველი პოლიტიკოსები არჩევდნენ შეენარჩუნებინათ შორეულ რომზე ნომინალური დამოკიდებულება , ვიდრე მეზობელ ირანის ბატონობის ქვეშ ყოფილიყვნენ . ამრიგად ქრისტიანობის თუ მაზდეანობის მიღება არმიღებამ სერთაშორისო პოლიტიკური შინაარსი შეიძინა .
საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება I საუკუნიდან იწყება და პირველ მოციქულებად თვით იესო ქრისტეს მოწაფეები -წმ. ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი გვევლინებიან , სიმონ კანანელი საქართველოშია გარდაცვლილი და აქვეანაკოფიაში დაკრძალეს , ამ დროიდან საქართველოში თანდათანობით ვრცელდება ქრისტიანობა . არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა რომ , მდინარე მტკვრისა და ქსნის შესართავთან არსებობდა ქალაქი ნესტაგისი , რომლის საცხოვრებელ კომპლექსში აღმოჩენილია მცირე ზომის ეკლესიები , რომლებიც III საუკუნით თარიღდება . ქართლში მცხოვრებებრაელებს გარკვეული კონტაქტები ჰქონდათ თავიანთ იერუსალიმელ-პალესტინელ თანამოძმეებთან და , როგორც ცნობილია , სწორედ მცხეთელ ებრაელებს ჩამოუტანიათ - ქრისტეს კვართი , რომელიც დაკრძალული იყო , იმ ადგილას სადაც მოგვიანებით აშენდა სვეტიცხოველი .

წმინდა ნინოს საგანმანათლებლო მოღვაწეობა
საქართველოში წმინდა ნინოს მოღვაწეობის შესახებ , საკმაოდ დიდი ინფორმაციები შემონახული როგორც ქართული საისტორიო და ჰიმნოგრაფიული თხზულებანი , ისე სომხური და ბერძნულ - ლათინური წყაროები . წმინდა ნინოს ხსენების დღეს 14 იანვარს , კათოლიკური ეკლესიაც აღნიშნავს .
წმინდა ნინო წარმოშობით , რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციიდან , კაბადოკიიდან იყო .
დიდი თავგადასავლების შემდეგ ნინო ქართლში ჩამოვიდა . აქ დაესწრო ქართველების წარმართული ღვთაებების არმაზის , გაცის და გაიმის დღესასწაულს . ნინოს ლოცვა ვედრების შედეგად ამ კერპებს სეტყვა და ქარიშხალი დაატყდება და სულ დაამსხვრევს. ნინო იწყებს ქრისტეს მცნებების ქადაგებას , ის კურნავდა ავადმყოფებს , მანვე მოარჩინა მძიმე სენით შეპყრობილი დედოფალი ნანა და გააქრისტიანა. ქართლის მეფე მირიანი ეჭვით უყურებდა ახალრელიგიას , ვიდრე სასწაულის მოწმე არ გახდა. ამის შემდეგ მირიანმა იწამა ნინოს სარწმუნოების ჭეშმარიტება და თვითონ დაიწყო ამ რელიგიის ქვეყანაში გავრცელება . ეს მოხდა 326 წელს .
”ქართლის ცხოვრება” ახლად გაქრისტიანებული მირიანისა და კონსტანტინე იმპერატორის პოლიტიკური ურთიერთობის შესახებ :
ვიკიციტატა„კეისარმა კონსტანტინემ , რომელთანაც მძევლად იმყოფებოდა მირიანის ძე, სახელად ბაქარი, გამოგზავნა იგი უკან დიდითა ძღვენითა და მოსწერა ესეთ მირიან მეფეს : მე კონსტანტინე მეფე , თვითმპყრობელი ახალი მონა ცათა მეუფისა ... გწერ შენ ღმრთივ - დაბრძენებულ და ჩემსავით ახლადმოქცეულ მორქმუნესა მეფე მირიანსა ... და ვინაიდან იწამე შენ სამება ერთარსება , ღმერთი დაუსაბამო , დამბადებეი ყოვლისა , აღარ მჭირდება შენგან მძევალი , არამედ კმარა ჩვენს შორის შუამდგომლად ქრისტე და ჯვარი მისი პატიოსანი ... ვიყტოთ ჩვენ ერთურთის ძმურ სიყვარულში და შვილი შენი შენთვისვე დამიბრუნებია “
.
მეფე მირიანმა და წმინდა ნინომ თხოვნით მიმართეს რომის იმპერატორ კონსტანტინე დიდს და მის დედა ელენეს , რათა მათ გამოეგზავნათმღვდელმტავრები და მღვდლები . კონსტანტინემ სიხარულით მიიღო ეს თხოვნა და საქართველოში ეპისკოპოსად გამოგზავნა ”მღვდელი ჭეშმარიტი” იოანედა მასთან ერთად კიდევ ორი მღვდელი და სამი დიაკონი . მეფე მირიანი თავისი ოჯახითურთ მოინათლა და თავის ქვეშვრდომებს უბრძანა მონათლუულიყვნენ . იოანე ეპისკოპოსმა და მღვდლებმა აკურთხეს მდ.მტკვარი და იქ მცხეთის და ქართლის მოსახლეობა მონათლეს .
ქრისტიანობა ქართლში სწრაფად გავრცელდა , თუმცა ისეთ კუთხეებში სადაც მოსახლეობა ჯერ კიდევ თემურუი წყობილებით ცხოვრობდა , მამაპაპურ რელიგიას ჯიუტად იცავდნენ და მეფის მიერ წარგზავნილ ერისთავს ძალის გამოყენებაც კი მოუხდა , ასე იყო მაგალითად არაგვის ხეობის ზემო წელზე, კახეთის მთიანეთში და სხვა.
”ქართლის ცხოვრება” ქრისტიანობის გავრცელების შესახებ ქართლის მთიან რეგიონებში :
ვიკიციტატა„წარვიდა წმინდა ნინო და ეპისკოპოსი იოავანე და მათ თანა წარატანა მეფემან ერისთავი ერთი. მოვიდეს და დადგეს წობენს და მოუწოდეს მთიელთა , პირუტყვთა სახეთა მათ კაცთა , ჭართალელთა , ფხოელთაწილკანელთა და გუდამაყარელთა და უქადაგეს მათ რჯული ქრისტინეთა ჭეშმარიტი ... ხოლო მათ არ ინებეს ნათლისღება . მაშინ ერისთავმა მეფისამან მცირედ წარმართა მახვილი მათ ზედა და ძლევით შემუსრა კერპი მათნი . “
ამავე პერიოდში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ეგრისშიც . 325 წელს ქალაქ ნიკეაში გამართულ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა ბიჭვინთისეპისკოპოსი სტრატოფილე .

გაერთიანება და ოქროს ხანა


.საქართველოს სამეფო სამთავროების ჩამოყალიბების შემდეგ, იწყება ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისთვის. ერთი პერიოდი გაძლიერდა კახეთის საქორეპისოკოპოსო, კახეთის დასუსტების შემდეგ ძიერდება აფხაზთა სამეფო თუმცა ვერც აფხაზეთი აღწევს წარმატებებს. ივანე მარუშის ძეაფხაზეთის მეფის ერისთავი იყო. მან კარგად იცოდა რომ შექმნილ ვითარებაში ვისაც შეეძლო საქართველოს გაერთიანება იყო დავით III ბაგრატიონი. დავით ბაგრატიონი რომელიც კურაპალატის ბიზანტიურ ტიტულს ატარებდა, ტაოს მფლობელი იყო. ამ დროს ქართველთა სამეფოს მმართველი იყობაგრატ II. მიუხედავად ამისა დავით კურაპალატს გაცილებით დიდი სახელი და გავლენა ჰქონდა. ივანე მარუშის ძემ დავითს შესთავაზა ან თვითონ დაეკავებინა ქართლი ან მისი მემკვიდრე ბაგრატი დაესვა ქართლის გამგებლად. დავით კურაპალატს შვილი არ ჰყავდა. დავითმა იშვილა და მის მემკვიდრედ გამოაცხადა ბაგრატ II-ის შვილიშვილი ბაგრატ III. დავით კურაპალატი და ივანე მარუშის ძე სწორედ ბაგრატში ხედავდნენ საქართველოს გამაერთიანებელს. ბაგრატ III-ს სრული კანონიერი უფლება ჰონდა ყოფილიყო საქართველოს გამაერთიანებელი. გარდა იმისა რომ ბაგრატი დავით კურაპალატის და ბაგრატ II-ის მემკვიდრე იყო, ის ამავდროულად აფხაზეთის მეფის უსინათლო თეოდოსის დის შვლი იყო. ამიტომ მას ეკუთვნოდა აფხაზეთის მეფის ტახტიც.

ბედიის ტაძარი
. აქ დაკრძალულია ბაგრატ III.
975 წელს დავით კურაპალატმა შეკრიბა ჯარი და შიდა ქართლში შევიდა. გაიგეს თუ არა მისი მოსვლა, კახელებმა სასწრაფოდ დატოვეს ქართლი. დავითმა შეკრიბა უფლისიხეში ქართლის აზნაურობა და განუცხად რომ ბაგრატ III არის მისი შვილი და ყველა მას უნდა დაემორჩილოს. დავითმა ქართლის მმართველად ბაგრატი დატოვა, მეურვედ კი მისი მამა გურგენი დაუნიშნა. ქართლის აზნაურობა არ აპირებდა ასე მარტივად დამორჩილებოდნენ ბაგრატს. როდესა დავითმა დატოვა ქართლი, ქართლის აზნაურები დაუკავშირდნენ კახეთის ქორეპისკოპოს და ქართლის დაკავება შესთავაზეს. კახელებმა მართლაც ილაშქრეს ქართლში, დაიკავეს უფლისციხე. ტყვედ იგდეს ბაგრატ III, მისი მამა გურგენი და ბაგრატის დედა გურანდუხტ დედოფალი. როგორც კი გაიგო ქართლის დაკავების ამბავი დავითმა, ჯარით დაიძრა კახეთის ქორეპისკოპოსის წინააღმდეგ. კახელებმა ვერც ამჯერად გაბედეს დავითთნ დაპირისპირება და ქართლი დატოვეს. ამავე პერიოდში დაიძაბა ვითარება ვითარება დასავლეთ საქართველოში. უსინათლო თეოდოსის მმართველობამ აფხაზეთში შფოთი და არეულობა მოიტანა. ასეთ ვითარებაში ისევ ივანე მარუშის ძის ინიციატივით გადაწყდა რომ აფხაზეთის მეფე ბაგრატ III გამხდარიყო. 978 წელს ქუთაისში ბაგრატი აფხაზთა მეფედ აკურთხეს. თეოდოსი ტაოში გაგზავნეს. ბაგრატმა მიიღო მეფე აფხაზთა ტირული.
ვიდრე დავითი ბიზანტიას ეხმარებოდა, ბაგრატ III-ს მოუწია ქართლის აჯანყებული აზნაურების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაილაშქრება. 978 წელს ბიზანტიაში კიდევ ერთი აჯანყება მოეწყო, ამ აჯანყებას ხელმძღვანელობდა ბარდა ფოკა. აჯანყებას მხარი დაუჭირა დავით კურაპალატმა, რადგან ის უკმაყოფილო იყო იმ პირობების რა პირობითაც მას ახალი ტერიტორიები გადაეცა. დავითს ბასიანის ბაგრატისთვის გადაცემის სურვილი ჰქონდა. ბასილ II-მ დაამარცხა ბარდა ფოკა და დავით კურაპალატის წინააღმდეგ დაიძრა. იმპერატორთან შერკინებას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ დავითმა თავი დამარცხებულად გამოაცხად და თავისი მიწები ბიზანტიის იმპერატორს უანდერძა.
ამ პერიოდში ბაგრატი თავისი ძალაუფლების გაფართოებით იყო დაკავებული. ბაგრატმა გადაწყვიტა დაემორჩილებინა კლდეკარის ერისთავი რატი ბაღვაში, რომელიც მეფის ძალაუფლებას არ ცნობდა. ბაგრატ III კლდეკარის ერისთავის წინააღმდეგ დაიძრა. რატი მიხვდა რომ ბაგრატს ვერ დაუპირისპირდებოდა, ამიტომ მან ეშმაკობას მიმართა. მან დავით კურაპალატს შეატყობინა. ბაგრატი ჩემს წინააღმდეგ კი არა, შენს წინააღმდეგ მოდისო. დავითმა დაიჯერა და ჯარის შეკრება დაიწყო. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დავითის და ბაგრატის შერკინება საქართველოსდამარცხებას ნიშნავდა. დავითი და ბაგრატი მიუხვდა შექმნილ ვითარებას. 1001 წელს გარდაიცვალა დავით III კუტაპალატი. სავარაუდოა რომ ის ბიზანტიელებმა მოწამლეს. ბასილ II-მ სასწრაფოდ დაიკავა დავითის ტერიტორიები. როდესაც მასთან ბაგრტ III გამოცხადდა იმპერატორთან, ბასილმა მას მხოლოდ კურაპალატის ტიტული უბოძა. ბაგრატმა დავითისგან მიიღო ტიტული მეფე ქართველთა. ამიერიდან ბაგრატ III იწოდებოდა ” მეფე აფხაზთა და ქართველთა”.
1008 წელს გარდაიცვალა ბაგრატის მამა გურგენი. და მისი სამფლობელოებიც ბაგრატს დარჩა. ამის შემდეგ ბაგრატმა კახეთის და ჰერეთისშემოერთება განიზრახა. ბაგრატმა კახეთის ქორეპისკოპოს დამორჩილება შესთავაზა, მან უარი განაცხადა და ბაგრატს შეუთვალა, ჩვენს შორის ყველაფერი ომმა გადაწყვიტოსო. ბაგრატი შევიდა კახეთის სამთავროში და მალევე დაიმორჩილა. ამის შემდეგ მან ჰერეთის დამორჩილებაც შესძო. თუმცა კახეთ-ჰერეთის შემოერთება მან საბოლოოდ მხოლოდ 1010 წელს შესძლო. ბაგრატ III უკვე იწოდებოდა ”მეფე აფხათა, ქართველთა, რანთა და კახთა”.
1014 წელს გარდაიცვალა გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III. მეფე მის მიერ აგებულ ბედიის ტაძარში არის დაკრძალული.

რუსეთთან კავშირი

საქართველოს ანექსიის შემდეგ, რუსები ძალას არ იშურებდნენ, რათა ამოეძირკვათ საქართველოს დამოუკიდებლობის ყველა ნაშთი და ქართველი ხალხის რუსიფიკაციისთვის მიეღწიათ. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად მათ შეიმუშავეს კოლონიური პოლიტიკის ძირითადი კურსი დაპყრობისთანავე, მაგრამ ისინი წააწყდნენ ქართველთა მტკიცე ნებას ტრადიციების, ენისა და ცივილიზაციის შენარჩუნებისა. ხოლო XIX საუკუნის ბოლოსთვის ამ ბრძოლამ ახლებური, რევოლუციური ხასიათი შეიძინა. დაიწყო სოციალიზმის განვითარება და სოციალისტური დოქტრინები სწრაფად გავრცელდა საქართველოში. ეროვნული მოძრაობა სოციალისტურ იდეებს შეერწყა და ამგვარად სათავე დაუდო გამათავისუფლებელ მოძრაობას, რაც სააშკარაოზე იმის შემდეგ გამოვიდა, როცა პირველი მსოფლიო ომით დასუსტებულმა რუსეთმა თანდათან დაკარგა გავლენა მის მიერ დაპყრობილ ხალხებზე. მათი გათავისუფლება რუსეთის რევოლუციის შედეგად, 1917 წელს გახდა შესაძლებელი.
რუსეთის რევოლუცია პეტროგრადში, 1917 წლის მარტში დაიწყო. მეფე ჩამოაგდეს და შეიქმნა დროებითი მთავრობა, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა თავისუფალი არჩევნები და მოეწვია ჭეშმარიტად წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომელიც, თავის მხრივ, გადაწყვეტდა რუსეთისა და იმპერიაში შემავალი ყველა არარუსული ქვეყნის სტატუსს.
ქართველები და რუსეთში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ხალხები ცარიზმის დამხობას დიდი სიხარულით შეხვდნენ და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისინი ახალი დემოკრატიული მთავრობის ერთგულნი დარჩნენ. ქართველებს არ უცდიათ გამოყოფა, ისინი საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენით და თბილისში ქართულიუნივერსიტეტის გახსნითაც დაკმაყოფილდნენ. მაგრამ 1917 წლის ნოემბერში, რუსეთში ხელისუფლება ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ხელში, რის შედეგადაც სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ქართველებმა და სხვა კავკასიელმა ხალხებმა უარი თქვეს ბოლშევიკური რეჟიმის ცნობაზე და 1917 წლის 22 ნოემბერს დაარსდა საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის პრეზიდენტინოე ჟორდანია გახდა. იმავე გზას დაადგნენ სომხები და აზერბაიჯანელები.
1918 წლის 3 მარტს ბოლშევიკებმა ოთხთა კავშირთან გააფორმეს ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, რომლის ერთ-ერთი დებულება ითვალისწინებდა ორი ქართული (ბათუმი და არდაღანი) და ერთი სომხური (ყარსი) ოლქის თურქეთისთვის გადაცემას. კავკასიელმა ხალხებმა, რა თქმა უნდა, არ აღიარეს ეს შეთანხმება და 1918 წლის 9 აპრილს ამიერკავკასიის რუსეთისგან გამოყოფა და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შემადგენლობით ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადეს. ეს იყო პირველი ნებაყოფლობითიფედერაცია სამი კავკასიელი ხალხის ისტორიაში.
რევოლუციის დაწყების დღიდან, განსაკუთრებით ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, დაიწყო კავკასიის ფრონტზე თურქებთან მებრძოლი რუსეთის არმიის დაშლა. ჯარისკაცებმა ოფიცერთა დიდი ნაწილის ამოხოცვის, აღჭურვილობისა და იარაღის თურქებისთვის მიყიდვის შემდეგ დატოვეს ფრონტი და რუსეთში დაბრუნება დაიწყეს. საქართველო და სომხეთი თითქმის მთლიანად დაუცველი აღმოჩნდა ძლიერი თურქეთის პირისპირ. რუსეთის ჯარში გაწვეული 200 000 ქართველიდან საქართველოში მხოლოდ 15000-დან 18000-მდე სამხედრო მსახურობდა; დანარჩენები გერმანიისა და ავსტრიის ფრონტზე რჩებოდნენ. მიუხედავად ამისა, კავკასიელებმა, ყოველ შემთხვევაში – ქართველებმა და სომხებმა მაინც – გადაწყვიტეს, წინ აღდგომოდნენ თურქეთის წინსვლას. როგორც კი თურქეთის ჯარები საქართველოს და სომხეთის ჯარებს წააწყდნენ, გაჩაღდა ბრძოლა. მაგრამ ეს ბრძოლა დასაწყისშივე განწირული იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამიერკავკასიის ფედერაციის მესამე წევრმა, აზერბაიჯანმა, რომელიც თურქების მონათესავე ხალხით არის დასახლებული და მაჰმადიანურ რელიგიას აღიარებს, თურქეთის მხარე დაიჭირა. 26 მაისს ამიერკავკასიის რესპუბლიკა დაიშალა. იმავე დღეს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, რომელშიც ყველა პოლიტიკური პარტიისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული, საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება გამოაცხადა.
ამგვარად, 116 წლის შემდეგ, საქართველომ დაიბრუნა კუთვნილი ადგილი თავისუფალ ხალხთა ოჯახში.

ვარდების რევოლუცია

2003 წლის ნოემბერში ქალაქ თბილისში დაიწყო მშვიდობიანი სახალხო გამოსვლების სერია, რასაც მოჰყვა 23 ნოემბერს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და შემდეგ საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება. ვარდების რევოლუციის შემდეგ დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები, არჩევნებში გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა.
                                                          ანა ლობჯანიძე

Комментариев нет:

Отправить комментарий